ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი პოლიტიკური ხარჯების შემცირებას გეგმავს მას შემდეგ, რაც 2024 წლის არჩევნებში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდასაჭერად უზარმაზარი შემოწირულობები გაიღო. ამის შესახებ ამერიკული მედია საშუალებები, კერძოდ, The Wall Street Journal, Bloomberg და სხვა, წერენ.
„რაც შეეხება პოლიტიკურ ხარჯებს, მომავალში გაცილებით ნაკლების გაკეთებას ვაპირებ“, - განაცხადა მან კატარის ეკონომიკურ ფორუმზე ვიდეოინტერვიუში.
როდესაც მასკს ჰკითხეს, თუ რატომ ცვლიდა მიდგომას, მან უპასუხა: „ვფიქრობ, საკმარისი გავაკეთე“.
ეს შეიძლება დარტყმა იყოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რესპუბლიკელებისთვის 2026 წელს კონგრესის შუალედური არჩევნების წინ, – აღნიშნავს Bloomberg.