McHappy Day - მაკდონალდსის საქველმოქმედო კამპანიაა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა აქტივობებსა და მხარდაჭერას მოიცავს. „მაკდონალდს საქართველო“, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, McHappy Day-ის ფარგლებში წლებია ქმნის ისტორიებს, სადაც თითოეული თავი ახალი იმედით, სიხარულითა და წარმატებით არის სავსე.
McHappy Day, ეს არის კამპანია, როცა ღიმილის მიღმა, კიდევ უფრო დიდი მისია დგას - სიყვარული, მხარდაჭერა და ერთიანობა. კამპანია მიზნად ისახავს, მხარი დაუჭიროს ბავშვებს, რომლებსაც სჭირდებათ სოციალური პირობების გაუმჯობესება, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების დაძლევა თუ საზოგადოებასთან ინტეგრაცია. რაც მთავარია, მაკდონალდსისთვის მთავარ პრიორიტეტებს შორისაა განათლების ხელშეწყობა და განსაკუთრებული საჭიროებების ბავშვების მაქსიმალურად მხარდაჭერა. McHappy Day არის გზა, რომ კომპანიასთან ერთად, თითოეულმა მომხმარებელმა ოჯახური სითბო და მზრუნველობა გაუზიაროს მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
მაკდონალდსის უმნიშვნელოვანესი აუდიტორია ბავშვები არიან, ამიტომ მომავალ თაობაზე ზრუნვა კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მოტივაციაა. 2025 წლის საქველმოქმედო კამპანიის მთავარი გზავნილია - "ერთად მეტი შეგვიძლია" და ეს ზუსტად ის სამყაროა, რომელსაც Mcdonald’s წლებია ბავშვებისთვის აშენებს, სადაც ყველა მსურველს შეუძლია კეთილ საქმეში ჩართვა და სადაც ყველა გრძნობს მხარდაჭერას, სითბოს, მხიარულებას და იმედს. Mcdonald’s-ის მისია ბავშვებისთვის ჯადოსნური მომენტების შექმნაა და ის ცდილობს, თავისი მომხმარებლებიც გახადოს ამ ინიციატივების ნაწილი, რაც ზრდის საზოგადოების ცნობიერებას. მომხმარებლების აქტიური მონაწილეობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რადგან პატარა ნაბიჯებით, დიდი ცვლილებების მოხდენაა შესაძლებელი - ერთად შესაძლებელია ბავშვებისთვის მეტი ღიმილის და ბედნიერი მომენტების მინიჭება. ამ გზაზე, “Mcdonald’s საქართველო” 2014 წლიდან დგას, როცა პირველი საქველმოქმედო კამპანია ჩაეშვა გზავნილით “გაუგზავნე ემოცია”. მას შემდეგ ყოველ წელს, განსაკუთრებული მისიით აღნიშნავს და არც 2025 წელია გამონაკლისი.
მიმდინარე წლის საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში “Mcdonald’s საქართველოს” იდეით, სპეციალურად შექმნილ, მოცულობით სტიკერს მომხმარებელი სიმბოლურ ფასად McDonald’s-ის ნებისმიერ რესტორანში ან მიტანის სერვისით შეიძენს. ის ასევე ხელმისაწვდომი იქნება McDonald’s-ის აპლიკაციაში. სტიკერები გაიყიდება მთელი ზაფხულის განმავლობაში და Mcdonald’s-ის მომხმარებლებს შეუძლიათ გახდნენ იმ ცვლილების ნაწილი, რითაც ერთად გადავდგამთ ნაბიჯს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების მომავლის გაუმჯობესებისკენ. ის თანხა, რომელიც სტიკერების გაყიდვიდან შეგროვდება, სრულად ასოციაცია "ანიკას" ბენეფიციარი ბავშვების საჭიროებებს მოხმარდება, თუმცა “Mcdonald’s საქართველო” აქ არ ჩერდება და საკუთარი კონტრიბუციითაც დაეხმარება ასოციაციას, თავისი მიზნების და სურვილების ასრულებაში. გარდა ამისა, “McDonald’s საქართველო”, "ანიკას", განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის სენსორული ოთახის მოწყობაში დაეხმარება. ეს ოთახი იქნება სივრცე, სადაც ისინი შეძლებენ სწავლას, განვითარებას, დასვენებას და გარემოსთან დამეგობრებას.
ვინაიდან განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის, სოციალური უნარების გაუმჯობესება მთავარი გამოწვევაა, საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში, “Mcdonald’s საქართველომ“ აქცენტი სწორედ სენსორული ოთახის მოწყობაზე გააკეთა, რადგან, სენსორული ინტეგრაცია ასრულებს არსებით როლს ბავშვის განვითარების პროცესში. ის პასუხისმგებელია ბავშვის როგორც მოტორულ, ასევე ინტელექტუალურ განვითარებაზე. სენსორული ზღურბლის ნორმირება კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს განვითარების სხვადასხვა ტიპის დარღვევის მქონე ბავშვებთან, ვინაიდან მომატებული ან პირიქით დაბალი სენსორული ზღურბლი არა მხოლოდ აფერხებს ფსიქიკური პროცესების ასაკის შესაბამისად განვითარებას, არამედ მისი სწორად დარეგულირების შემთხვევაში იგი მნიშვნელოვნად ეხმარება ბავშვს შეზღუდული უნარების ფორმირებასა და კომპენსაციაში.
ასოციაცია “ანიკა” შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ერთ-ერთი წამყვანი ასოციაციაა, რომელიც საქართველოში 1997 წლიდან ხელს უწყობს შშმ ბავშვებისა და პირების ინკლუზიას და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას. ასოციაცია ანიკას განხორციელებული აქვს მრავალი სახის აქტივობა, რომელიც ემსახურება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და შშმ პირთა უფლებების რეალიზებას. ასოციაცია “ანიკა” ერთ-ერთი პირველი ორგანიცაზიაა, რომელმაც ინიცირება გაუკეთა ინკლუზიურ განათლებას და მისი დახმარებით საქართველოს რამოდენიმე სკოლაში ინკლუზიური კლასებიც შეიქმნა. ამავე სკოლებში მოხდა შენობების ადაპტირება. ასოციაცია ანიკას განხორციელებული აქვს 100-ზე მეტი, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი.
1 ივნისს, “Mcdonald’s”-ის საქველმოქმედო კამპანია McHappy Days დაიწყო, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება. ამ კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით, ერისთავის “მაკდონალდსში” ასოციაცია “ანიკას” ბენეფიციარებს უმასპინძლეს და ლამაზი დღე აჩუქეს: მათი საყვარელი “ჰეფი მილებით” გაუმასპინძლდნენ, დაასაჩუქრეს და სხვადასხვა გასართობი აქტივობები შესთავაზეს.
მაკდონალდსისთვის საქველმოქმედო საქმე კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და ის ყოველწლიურად, McHappy Day-სა თუ სხვა კამპანიების ფარგლებში, მრავალ ორგანიზაციას ეხმარება. McHappy Day-ის საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში გასული წლების განმავლობაში “მაკდონალდს საქართველომ” ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავში, თბილისსა თუ კოჯორში დახმარება გაუწია მრავალ ორგანიზაციას და სამომავლოდაც გააგრძელებს სხვადასხვა ბენეფიციარების დახმარებასა და მხარდაჭერას.