საქართველოს პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით, გულშემატკივრებისთვის მეორე სუბსიდირებული ჩარტერული რეისი დაემატა – ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ ეროვნული საკალათბურთო ნაკრების საგულშემატკივროდ დამატებულ სუბსიდირებულ ჩარტერულ რეისზე ბილეთები სრულად გაიყიდა. რიგაში გაფრენისა და ისტორიულ მატჩზე დასწრების მსურველთა მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ 10 სექტემბერს, დამატებით კიდევ 1 სუბსიდირებული რეისი დანიშნა.

სუბსიდირებული ფრენას თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რიგის მიმართულებით 03:05 საათზე ავიაკომპანია Air Baltic შეასრულებს. ხოლო უკან საქართველოში გულშემატკივრებს 11 სექტემბერს, საქართველოს დროით 04:25 საათზე დააბრუნებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ სუბსიდირებული ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულება კვლავ 195 ევროა. ბილეთების შეძენა ონლაინ პლატფორმა TKTFLY.GE/eurobasket-ზე დაწყებულია.

რეისი სრულად მორგებულია საქართველოს ნაკრების ისტორიულ  მეოთხედფინალურ მატჩს, რომელიც 10 სექტემბერს, ფინეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, საქართველოს დროით 18:00 საათზე გაიმართება. 
ლატვიის დედაქალაქში სუბსიდირებული რეისით გაფრენის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ მგზავრებს, რომლებიც გაფრენამდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევრობასკეტ 2025-ის მატჩზე დასასწრები ბილეთის წარდგენას შეძლებენ“ – ნათქვამია ინფორმაციაში.