სამთო მომპოვებელი კომპანიები Anglo American–ი და Teck Resources–ი შეთანხმდნენ გაერთიანებაზე, რომლის შედეგადაც შეიქმნება კომპანია Anglo Teck–ი. მათი პრესრელიზების თანახმად, გარიგება სტრუქტურირებულია, როგორც „თანასწორთა შერწყმა“. Anglo American-ის აქციონერები გაერთიანებული კომპანიის დაახლოებით 62.4%-ს მიიღებენ, ხოლო Teck-ის აქციონერები დაახლოებით 37.6%-ს.
Anglo American-ისა და Teck-ის საბაზრო კაპიტალიზაცია ჯამში 50 მილიარდ დოლარს აჭარბებს.