საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმაკომისიამ (სემეკ) საირიგაციო წყლის მომხმარებლებისათვის პრაქტიკული გზამკვლევები გამოაქვეყნა, რომლებშიც ასახულია საირიგაციო წყლის მოხმარების წესები, ფერმერებისთვის წყლის მიწოდების, მცირე წყალაღებისა და წყალმომარაგების განრიგების შეთანხმების პროცესები.
გზამკვლევები განთავსებულია სემეკის ვებგვერდზე: https://gnerc.org/ge/user-page/irigatsia .
ამასთანავე, სემეკი მოუწოდებს საირიგაციო წყლის მომხმარებლებს, თვითნებურად არ გამოიყენონ საირიგაციო წყალი, რადგანაც თვითნებური მორწყვა იწვევს წყლის დეფიციტს სხვა ფერმერებისთვის. საირიგაციო წყლის მიწოდებისთვის ფერმერმა უნდა მიმართოს საქართველოს მელიორაციის კომპანიას.
საირიგაციო წყლის მიწოდების წესების შესაძლო დარღვევის შემთხვევაში, ფერმერს შეუძლია მიმართოს სემეკს იუსტიციის სახლის ნებისმიერი ფილიალის მეშვეობით.