ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Alibaba-მ ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებით ინვესტიციის მკვეთრად გაზრდა გადაწყვიტა. როგორც ცნობილია, კომპანია მომდევნო 3 წლის განმავლობაში AI-ს მიმართულებით 53 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს.

ამასთან, კომპანიამ წარმატებით დაასრულა მუშაობა საკუთარი AI-ჩიპის შექმნაზე, რომელიც NVIDIA H20-სერიას უწევს კონკურენციას და როგორც ცნობილია, უკვე აქტიურად გამოიყენება Alibaba-ს AI-მოდელის განვითარების პროცესში.

ექსპერტების შეფასებით, ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანიას ბოლო პერიოდში საგრძნობელი პროგრესი აქვს, რაც Alibaba-ს ინოვაციურობით და ჩინეთის მთავრობის მხარდაჭერით არის განპირობებული, რომელსაც ამერიკულ კომპანიებზე დამოკიდებულების შემცირება სტრატეგიულ მიზნად აქვს დასახული.