Apple-მა კუპერტინოში ოფიციალურად წარადგინა ახალი თაობის iPhone-ები.

ხაზში შედის iPhone 17, უფრო ძლიერი iPhone 17 Pro და Pro Max, ასევე სრულიად ახალი მოდელი iPhone Air, რომელიც ყველაზე მსუბუქი და თხელი ვერსიაა (5 მმ-ზე ოდნავ მეტი.

სტანდარტულ iPhone 17-ს ბატარეის მოცულობა დაახლოებით 130 mAh-ით გაეზარდა, თუმცა ახალ A19 ჩიპთან ერთად, მოსალოდნელია, რომ ბატარეის ყოველდღიური გამძლეობა გაუმჯობესდება. Pro მოდელის შემთხვევაში ბატარეის მოცულობა უფრო მნიშვნელოვნად, დაახლოებით 400 mAh-ით გაიზარდა.

 iPhone 17 Air-ის შემთხვევაში, ულტრა თხელი დიზაინის გამო, ბატარეის მოცულობა შემცირდება. მიუხედავად იმისა, რომ Apple-ი ბატარეის „მთელი დღის გამძლეობას“ გვპირდება, მიმომხილველები ეჭვქვეშ აყენებენ მის რეალურ გამძლეობას, ბატარეის მცირე ზომის გამო.

 iPhone 17 Pro და Pro Max-ს ახალი დიზაინი აქვთ, 6.3 და 6.9 ინჩიანი ეკრანებით, ძლიერი კორპუსით და პროფესიონალური დონის კამერის ფუნქციებით გარდა iPhone-ებისა, კომპანიამ წარადგინა AirPods Pro 3, რომლებიც გულისცემის სენსორებითა და ინოვაციური ლაივ-რეჟიმში თარგმნის ფუნქციით გამოვიდა: ყურსასმენები რეალურ დროში თარგმნიან უცხოენოვან საუბარს ახალი iPhone-ის გაყიდვები 19 სექტემბრიდან დაიწყება.