დემოკრატები მოსახლეობას 100 მილიონი სამუშაო ადგილის შემცირებაზე აფრთხილებენ - Axios ამერიკის სენატში ბერნი სანდერსის ხელმძღვანელობით მომზადებულ ახალ მოხსენებაში ნათქვამია, რომ უახლოეს ათწლეულში, ხელოვნური ინტელექტისა და ავტომატიზაციის განვითარებამ და დანერგვამ შესაძლოა სამუშაო ადგილები 100 მილიონით შეამციროს.
აღნიშნული შეეხება - სწრაფი კვების სფეროს, სამუშაო ადგილები ამ სფეროში სავარაუდოდ 89%-ით შემცირდება. ბუღალტრებს - 64%, სატვირთო მანქანის მძღოლებს - 47%, მედდებს - 40%, მასწავლებლებს - 65% და სხვა.