ევროკავშირში მოქმედება დაიწყო გამჭვირვალობის ახალმა მოთხოვნებმა გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (AI) მოდელებისთვის, როგორიცაა ChatGPT, DeepSeek და სხვა, რომლებსაც შეუძლიათ ტექსტის, სურათებისა და პროგრამული კოდის გენერირება - ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს. 

ხელოვნური ინტელექტის დეველოპერებს მოეთხოვებათ გაამჟღავნონ ძირითადი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს მათი მოდელები, მათ შორის ტრენინგისთვის გამოყენებული მონაცემები და დაიცვან საავტორო უფლებები.

გარდა ამისა, ხელოვნურმა ინტელექტმა — კერძოდ, ჩატბოტებმა — მომხმარებლებს მკაფიოდ უნდა აცნობონ, რომ ისინი ადამიანთან არ ურთიერთობენ. ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული კონტენტი ასეთად უნდა იყოს მონიშნული.

ეს ნაბიჯი ხელოვნური ინტელექტის შესახებ პანევროპული კანონის განხორციელების პირველ ფაზას აღნიშნავს, რომელიც 2024 წლის ივნისში იქნა მიღებული. სრული რეგლამენტი ძალაში შევა 2026 წელს.