როგორც ჩანს, მაიკროსოფტი ახალ პარტნიორობას იწყებს, თავად ეს პარტნიორი კი არც მეტი, არც ნაკლები OpenAI-ის მთავარი კონკურენტი Anthropic გახლავთ. ტექნოლოგიურმა გიგანტმა ახალი AI მოდელების ინტეგრირება Copilot-ის ხელოვნური ინტელექტის ასისტენტში გუშინ დაიწყო, როცა მანამდე OpenAI-სთან თანამშრომლობდა…

ეს გარიგება მიგვანიშნებს, რომ ყოფილი ექსკლუზიური პარტნიორები სულ უფრო შორდებიან ერთმანეთს. ცვლილების შესახებ კი მას შემდეგ გავიგეთ, რაც Microsoft-მა კვლავ Anhtropic-თან გააფორმა ხელშეკრულება Office 365-ის აპლიკაციებში, მათ შორის Word-ში, Excel-სა და Outlook-ში, AI-ის გამოყენების შესახებ.

შედეგად, Copilot-ის ბიზნესმომხმარებლებს შეუძლიათ არჩევანი OpenAI-ის დასაბუთების მოდელებსა და Anthropic-ის Claude Opus 4.1-სა და Claude Sonnet 4-ს შორის გააკეთონ ისეთი კონკრეტული ამოცანებისთვის, როგორებიცაა კომპლექსური ძიების პროცესი, AI ხელსაწყოებისა თუ სამეწარმეო დონის აგენტების შექმნა. 

უფრო ზუსტად, Opus 4.1 კომპლექსური დასაბუთებისთვის, კოდირებისა და არქიტექტურული ამოცანებისთვისაა შექმნილი, როცა Sonnet 4 რუტინული ამოცანებისთვის გამოდგება, იქნება ეს კონტენტის გენერირება თუ ფართომასშტაბიანი მონაცემების დამუშავება. 

marketer.ge