კომპანიამ Galbot პეკინში პირველი სრულიად ავტონომიური მაღაზია გახსნა, რომელსაც ჰუმანოიდი რობოტი ხელმძღვანელობს.
Futurism-ის ცნობით, პატარა სასურსათო მაღაზია აგვისტოს დასაწყისში გაიხსნა და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მაღაზიაში მხოლოდ ერთი თანამშრომელი მუშაობს - რობოტი Galbot G-1. ის დამოუკიდებლად ასრულებს ყველა ფუნქციას და ყოველდღიურად ათასამდე კლიენტს ემსახურება: ესალმება მათ და აწვდის სასურველ პროდუქციას.
აღნიშნავენ, რომ რობოტი სამუშაოს ადამიანზე გაცილებით ნელა ასრულებს. ის საკმაოდ ნელა მიდის თაროებამდე და შეკვეთილი პროდუქცია დახლამდე ასევე ნელი ტემპით მიაქვს, რის გამოც მაღაზიის შესასვლელთან გრძელი რიგი დგება. ამის მიუხედავად, კლიენტები მაინც ცდილობდნენ მაღაზიაში მოხვედრას, რათა შრომისმოყვარე რობოტი საკუთარი თვალით ნახონ.
Galbot-ის გენერალური დირექტორის, ვენ აირონის თქმით, ამ მაღაზიის გახსნა მხოლოდ პირველი ნაბიჯია სასურსათო წერტილების შესახებ ტრადიციული წარმოდგენის შეცვლის გზაზე. უკვე მომავალ წელს კომპანია ჩინეთში ასობით ასეთი მაღაზიის გახსნას გეგმავს. მანამდე კი IT-სპეციალისტებს ორ ამოცანაზე მუშაობა მოუწევთ - რობოტების ხმოვან ფუნქციებზე, რომლებიც გარე ხმაურის დონის გათვალისწინებთ უნდა ადაპტირდეს და ამოცანების შესრულების სიჩქარის გაზრდაზე.