ავსტრალიურმა და თურქულმა ენერგოკომპანიებმა, Woodside-მა და BOTAS-მა შეთანხმება გააფორმეს.
გათხევადებული ბუნებრივი აირის მიმწოდებელი ლიდერი ავსტრალიური კომპანია თურქულ სახელმწიფო ენერგოკომპანიას 5.8 მილიარდ კუბურ მეტრ LNG-ს მიაწვდის.
პროცესი 2030 წელს დაიწყება და 9 წელს გაგრძელდება.
შეგახსენებთ, ავსტრალიური კომპანია გათხევადებულ გაზს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც აწარმოებს. სწორედ ამერიკაში არსებული Louisiana LNG-ის მარაგებიდან მიიღებს თურქული BOTAS-ი ბუნებრივ აირს.