ნავთობისა და სხვა თხევადი ნახშირწყალბადების (LHC) გლობალური მიწოდება 2050 წლისთვის 2024 წელთან შედარებით დღეში 20.6 მილიონი ბარელით გაიზრდება და დღეში 123 მილიონ ბარელს შეადგენს, 2040 წლიდან, ყველა მიწოდების ნახევარზე მეტი OPEC+ ქვეყნებიდან იქნება, – ნათქვამია OPEC-ის ყოველწლიურ მიმოხილვაში.
ალიანსის ანალიტიკოსების აზრით, OPEC+-ის არაწევრი ქვეყნები 2035 წლამდე შეინარჩუნებენ დაახლოებით 52%-იან წილს, თუმცა ტენდენცია შემდგომში შეიცვლება. 2035 წლისთვის ამ ქვეყნებიდან მიწოდება პიკს მიაღწევს 59.8 მილიონ ბარელამდე დღეში, რის შემდეგაც ის დაიწყებს კლებას და 2050 წლისთვის 58.9 მილიონ ბარელს მიაღწევს.