დიდ ბრიტანეთში თავშესაფრის მაძიებლების სასტუმროებში განსახლების მოწინააღმდეგეთა აქციები გაიმართა. არიან დაკავებულები.
ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.
დემონსტრანტები შეიკრიბნენ ინგლისის სხვადასხვა ქალაქში: ბრისტოლში, ლივერპულში, ლონდონში, მოლდიში, პერსში და ჩრდილოეთ ირლანდიის ანტრიმის საგრაფოში.
მანამდე ორგანიზაცია Stand Up To Racism-ის წევრებმა განაცხადეს, რომ ხელს შეუშლიან მიგრანტების საწინააღმდეგო დემონსტრაციების გამართვას, რამაც გამოიწვია შეტაკებები ბრისტოლში, ლივერპულში, პერსში და ნიუკასლში.
პოლიცია იძულებული გახდა, ძალის გამოყენებით განეცალკევებინა ერთმანეთისგან მიგრანტების მოწინააღმდეგეები და ანტირასისტული აქციების მონაწილე აქტივისტები. სამართალდამცველებმა ათზე მეტი პირი დააკავეს.