ჩინეთში (ნანკინი) მშენებარე რკინიგზის სადგური ინტერნეტმომხმარებლებმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსეს. ამის შესახებ ინფორმაციას todayonline-ი ავრცელებს. 

ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რკინიგზის სადგურის დიზაინი შთაგონებულია ქლიავის ყვავილით (Prunus mume), რომელიც ქალაქის სიმბოლოა, თუმცა ხალხი კითხულობს, საიდან გაჩნდა ოთხფურცლიანი ქლიავის ყვავილი, როდესაც მას რეალურად 5 ფურცელი აქვს.

აღნიშნული რკინიგზის სადგურის მშენებლობას, ინტერნეტსივრცეში, რამდენიმე საათში მილიონობით გამოხმაურება მოჰყვა.

ცნობისთვის, აღნიშნული მცენარე აღმოსავლეთ ჩინეთის ქალაქში, ყოველწლიურად თებერვალსა და მარტში ყვავის და მისი ყვავილობის სანახავად უამრავი ადამიანი ჩადის.