ევროკავშირი განიხილავს ბანკებისა და ენერგეტიკის სექტორის წინააღმდეგ სანქციების შემოღების შესაძლებლობას, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტის ფარგლებში, იუწყება Bloomberg-ი საკითხთან დაკავშირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
მათი მონაცემებით, ევროკავშირი მუშაობს ახალ სანქციებზე ექვსი რუსული ბანკისა და ენერგეტიკული კომპანიის წინააღმდეგ, სანქციების მე-19 პაკეტი ასევე შეიძლება მოიცავდეს ევროკავშირის ზომებს რუსული გადახდისა და საკრედიტო ბარათების სისტემის წინააღმდეგ, ნავთობით ვაჭრობის შემდგომ შეზღუდვებს.