ევროკავშირის ხელისუფლება ციფრული ევროს შექმნის გეგმებს აჩქარებს, იტყობინება Financial Times დისკუსიებში ჩართულ პირებზე დაყრდნობით. ეს იმიტომ ხდება, რომ აშშ-ში ცოტა ხნის წინ მიღებულმა კანონმა სტეიბლკოინების შესახებ ევროპელ პოლიტიკოსებში ბლოკის ციფრული ვალუტის კონკურენტუნარიანობასთან დაკავშირებით შეშფოთება გაზარდა.
სტეიბლკოინები არის კრიპტოვალუტები, რომლებიც მიბმულია სხვა აქტივების, ძირითადად ფიატური ვალუტების, ფასებზე. სტაბილკოინების ბაზარი 280 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. აქედან 260 მილიარდ დოლარზე მეტი აშშ დოლართან პარიტეტული ტოკენების სახითაა.
GENIUS Act (Guiding and Establishing National Innovation for U.S. Stablecoins Act), რომელიც ივლისში ამოქმედდა, ემიტენტებს ავალდებულებს, სრულად უზრუნველყონ ტოკენების მხარდაჭერა დოლარებში არსებული რეზერვებით და მოკლევადიანი სახაზინო ობლიგაციებით.