ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, ირანში სამ ბირთვულ ობიექტზე დარტყმების შემდეგ ობიექტების გარეთ რადიაციის დონის მატება არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ ნათქვამია სააგენტოს მიერ სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ განცხადებაში.

„ირანში სამ ბირთვულ ობიექტზე, მათ შორის ფორდოზე, დარტყმების შემდეგ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შეუძლია, დაადასტუროს, რომ ამ დროისთვის ობიექტების გარეთ რადიაციის დონის მატება არ დაფიქსირებულა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ვითარების შემდგომ შეფასებას წარმოადგენს, როგორც კი მეტი ინფორმაცია გახდება ხელმისაწვდომი“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

დღეს აშშ-მა იერიშები მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაჰანში. დარტყმები განხორციელდა B-2-ის ბომბდამშენებიდან ჩამოგდებული GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბებით და წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტებით.

ცნობისთვის, აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა.

უფრო კონკრეტულად, შეერთებიულმა შტატებმა იერიშები მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტებზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაჰანში.

ირანული მხარე ამტკიცებს, რომ დაბომბვამდე სამივე ლოკაციიდან ევაკუაცია იყო განხორციელებული.

ირანის ფორდოს ბირთვულ ობიექტზე დარტყმებისთვის აშშ-მა B-2-ის ტიპის ბომბდამშენები და GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბები გამოიყენა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს აფრთხილებს, რომ აშშ-ის წინააღმდეგ ნებისმიერ შურისძიებას პასუხად მოჰყვება იმაზე გაცილებით დიდი ძალა, ვიდრე ამ ღამით ვიხილეთ

ირანი ყველა ვარიანტს იტოვებს აშშ-ის დარტყმებზე საპასუხოდ. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაკჩიმ X-ზე დაწერა, რომ თავდასხმები „აღმაშფოთებელი იყო და მას სამუდამო შედეგები მოჰყვება“.

ირანის ატომური ენერგიის სააგენტო საერთაშორისო საზოგადოებას ირანის მიმართ მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და პირობას დებს, რომ „არასდროს დაუშვებს ამ ეროვნული ინდუსტრიის პროგრესის შეჩერებას“.

თეირანი გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვა მოითხოვს.

ცნობისთვის, საუდის არაბეთში განაცხადეს, რომ მათ ტერიტორიაზე აშშ-ის მიერ ირანზე მიტანილი იერიშის შემდეგ რადიაციის არანაირი კვალი არ ფიქსირდება