ისრაელის Patriot-ის სარაკეტო სისტემა უკრაინაში უკვე ერთი თვეა მუშაობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ისრაელმა დაპირებული Patriot-ის სარაკეტო სისტემა უკრაინას უკვე გადასცა და ის ქვეყნის თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გასაძლიერებლად გამოიყენება.
„ისრაელის სისტემა უკრაინაში უკვე ერთი თვეა რაც მოქმედებს. უკვე ერთი თვეა მუშაობს“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, შემოდგომაზე უკრაინა გერმანიიდან Patriot-ის ორ სისტემას მიიღებს.