იტალიური ორგანიზაცია Wine Tourism Hub შექმნის სპეციალიზებულ ვებსაიტს ღვინის ტურიზმის ინდუსტრიაში თანამშრომლების მოსაზიდად. ამის შესახებ Wine News წერს.

გამოცემის ცნობით, ახალ პორტალს Wine Tourism Hub Talent დაერქმევა. ის 2025 წელს დაიწყებს ოპერირებას და შეძლებს დააკმაყოფილოს მოთხოვნილება ღვინის ტურიზმთან დაკავშირებულ პროფესიებზე.

Wine News-ის ცნობით, იტალიაში ღვინის ტურიზმის სექტორი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში წელიწადში 12,9%-ით გაიზრდება. ამასთან, ღვინის ქარხნების 54%-ს უკვე უჭირს თანამშრომლების მოძიება, ხოლო ღვინის ქარხნების 35%-ს პრობლემები ექმნებათ იმის გამო რომ ვერ ინარჩუნებენ სეზონურ მუშაკებს.

გამოცემის თანახმად, ძირითადი პრობლემები რაც იტალიაში ღვინის ტურიზმის განვითარებას ხელს უშლის, არის ცუდი გზები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ბიუროკრატია და ტერიტორიის გადაჭარბებული რეგულირება, ასევე ამ სფეროსთვის ფინანსური სტიმულის არარსებობა.

rbc