ავიაკომპანია Lufthansa-ს და მისი სატვირთო განყოფილების პილოტებმა მენეჯმენტთან საპენსიო საკითხებთან დაკავშირებული მიმდინარე დავის გამო გაფიცვას მხარი დაუჭირეს, – განაცხადა პროფკავშირმა „Vereinigung Cockpit“-მა.

პროფკავშირმა აღნიშნა, რომ კენჭისყრა Lufthansa-ს მენეჯმენტთან მოლაპარაკებების შვიდი რაუნდის ჩაშლის შემდეგ გაიმართა.

„ახლა ჩვენ ველით, რომ კომპანია სერიოზულად მიიღებს თანამშრომლებისგან მიღებულ ამ სიგნალს და საბოლოოდ წარმოადგენს საპენსიო სისტემის წინადადებას, რომელიც განსახილველად მისაღები იქნება“, - განაცხადა პროფკავშირმა.

Lufthansa-მ აღნიშნა, რომ მიესალმება პროფკავშირის ღიაობას ახალი მოლაპარაკებების მიმართ.

ვრცლად interfax – ზე