გამოკითხულთა ნახევარზე ნაკლები (39%) თვლის, რომ რუსები (მათ შესახებ მოქალაქეებს ჰკითხეს) „სრულიად განსაკუთრებული ხალხია“. 61% ფიქრობს, რომ ეს ისეთივე ხალხია, რაც ყველა დანარჩენი. ეს დასკვნები გამომდინარეობს ანალიტიკური ცენტრის (АЦ) ВЦИОМ-ის მიერ 1600 ზრდასრულ რუსს შორის ჩატარებული სატელეფონო გამოკითხვის შედეგებიდან.

გამოკითხვა მაისში ჩატარდა. რესპონდენტების თქმით, რუსების „განსაკუთრებულობა“ მათ მსოფლმხედველობასა და სულიერ ღირებულებებში (22%), სითბოსა (15%), მდიდარ კულტურაში (12%), მართლმადიდებლობაში (12%), პატრიოტიზმში (11%), თანაგრძნობაში (8%) და სხვა თვისებებში მდგომარეობს. რესპონდენტებს რამდენიმე პასუხის არჩევა შეეძლოთ.

ვრცლად  vedomosti - ზე