რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის მოგვარების გზა დიპლომატიასა და დიალოგზე გადის, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„ჩვენ რუსეთსა და უკრაინასთან კონტაქტში ვართ. კონფლიქტის მოგვარების გზა დიპლომატიასა და დიალოგზე გადის. მშვიდობის მისაღწევად დიპლომატიურ ძალასა და შესაძლებლობებს ვიყენებთ“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
ცნობისთვის, გუშინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი, ვლადიმერ მედინსკი მზად არის 2 ივნისს, სტამბოლში უკრაინის დელეგაციას სამშვიდობო პროცესის შესახებ მემორანდუმი წარუდგინოს.
სერგეი ლავროვის საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა აღნიშნა, რომ უკრაინის დელეგაცია რუსეთის მემორანდუმს წინასწარ უნდა გაეცნოს.