"სენატორ როჯერ უიკერთან მყარი თანხვედრა [გვაქვს]: სანქციები უნდა შენარჩუნდეს და მის ხელშემწყობებზეც გავრცელდეს, თუნდაც ისინი მოკავშირე ქვეყნებიდან იყვნენ," - ამის შესახებ ლატვიელი ევროპარლამენტარი, რიჰარდს კოლსი X-ზე წერს.
მისი ინფორმაციით, ევროკავშირი მუშაობს, როგორ შეიზღუდოს, კრემლის გავლენის მავნე გავრცელება
"განვიხილეთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მოახლოებული ყოველწლიური სესია და ის, თუ როგორ უნდა შევზღუდოთ კრემლის გავლენის მავნე გავრცელება - მათ შორის, რეჟიმთან დაკავშირებული სავიზო რეჟიმის გამარტივების დაბლოკვის მცდელობები... ამ საკითხზე, რადარზე ქართველი მაღალჩინოსნებიც უნდა იყვნენ"," - წერს კოლსი.