ნიკოლოზ ჩიქოვანი კარიერას გიორგი ჩაკვეტაძის გუნდში, „უოტფორდში“ გააგრძელებს, – „დინამო თბილისის“ 18 წლის თავდამსხმელთან დაკავშირებით ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.

„როგორც შევიტყვეთ, „დინამო თბილისსა“ და „უოტფორდს“ შორის შეთანხმება შედგა. მზადაა კონტრაქტიც – ჩიქოვანი ინგლისურ კლუბთან ხუთწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას ორშაბათს, რომში გაივლის. იტალიის დედაქალაქში ნიკოლოზ ჩიქოვანი დიდი ბრიტანეთის სამუშაო ვიზასაც აიღებს“, – ვკითხულობთ გავრცელებულ ცნობაში.

ჩიქოვანი „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია. მთავარ გუნდში წელს დააწინაურეს და რვა თამაში ჩაატარა. ის საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ყოფილი წევრია (13 მატჩი, ორი გოლი), ამჟამად კი 19-წლამდელთა გუნდის ღირსებას იცავს (11 მატჩი, სამი გოლი).

1tv.ge