ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობამ 2026 წლის სეზონის კალენდარი წარადგინა.

მომავალ წელს პილოტები 24 ეტაპს ჩაატარებენ, როგორც წლევანდელ სეზონში. ჩემპიონატი 8 მარტს ავსტრალიაში დაიწყება და 6 დეკემბერს აბუ-დაბიში დასრულდება.

კალენდარში ადგილი დაკარგა ემილია-რომანიას გრანპრიმ იმოლაში. ფორმულა 1-ში დებიუტი ექნება საქალაქო ტრეკს მადრიდში, სადაც ესპანეთის გრანპრი სექტემბერს გაიმართება. რბოლა ბარსელონაში ახალ სახელწოდებას მიიღებს.

მონაკოს უქმეები, რომელიც, ტრადიციულად, მაისის ბოლოს იმართებოდა, ივნისში გადაიტანეს.

2026 წლის სეზონის კალენდარი:

  • ავსტრალია – 8 მარტი
  • ჩინეთი – 15 მარტი
  • იაპონია – 29 მარტი
  • ბაჰრეინი – 12 აპრილი
  • საუდის არაბეთი – 19 აპრილი
  • აშშ (მაიამი) – 3 მაისი
  • კანადა – 24 მაისი
  • მონაკო – 7 ივნისი
  • ესპანეთი (ბარსელონა) – 14 ივნისი
  • ავსტრია – 28 ივნისი
  • ბრიტანეთ – 5 ივლისი
  • ბელგია – 19 ივლისი
  • უნგრეთი – 26 ივლისი
  • ნიდერლანდები – 23 აგვისტო
  • იტალია – 6 სექტემბერი
  • ესპანეთი (მადრიდი) – 13 სექტემბერი
  • აზერბაიჯანი – 27 სექტემბერი
  • სინგაპური – 11 ოქტომბერი
  • აშშ (ოსტინი) – 25 ოქტომბერი
  • მექსიკა – 1 ნოემბერი
  • ბრაზილია – 8 ნოემბერი
  • აშშ (ლას ვეგასი) – 21 ნოემბერი
  • კატარი – 29 ნოემბერი
  • აბუ-დაბი – 6 დეკემბერი

1tv.ge