„სევილიის“ წინააღმდეგ „ვილიარეალის“ ქართველი თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის თამაშს ესპანური მედია გამოეხმაურა.
DAZN_ES: „ამ ბიჭისთვის უკვე ქანდაკება უნდა შეუკვეთონ. მიქაუტაძის გადაცემა, რომელმაც სოლომონს გამარჯვების გოლი გაატანინა, საფეხბურთო სკოლებსა და მუზეუმებში უნდა გამოიფინოს“.
ალვარო რამოსი, Diario AS-ის ჟურნალისტი: „მიქაუტაძე ერთ-ერთია იმ მოთამაშეთაგან, ვინც ყველაფერს წყვეტს. მუდმივად ეძებს დარტყმის შანსს, თითქმის ყოველთვის ახერხებს, სწორი გადაწყვეტილება მიიღოს.
ის განსაკუთრებულია, მობილურობით მოწინააღმდეგის დაცვას რევს და ბურთს გამორჩეულად აკონტროლებს. ამას დაუმატეთ სტატისტკაც. „ვილიარეალმა“ უმაღლესი დონის თავდამსხმელი დაიმატა. მიქაუტაძე აკეთებს იმას, რაც სურს. ქართველმა „სევილიასთან“ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა“.
„ვილირეალმა“ გიორგი მიქაუტაძის სანაცვლოდ „ლიონს“ 30 მილიონი ევრო გადაუხადა, ქართველმა ლა ლიგაში სამი მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა.