ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან შეხვედრისას ფრონტის ხაზთან დაკავშირებით „მისაღები კომპრომისისთვის“ მზად არის, – ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსი“ წერს.

უკრაინის პრეზიდენტთან დაახლოებული ოფიციალური პირი გამოცემასთან აცხადებს, რომ ზელენსკი მზადაა, კომპრომისზე წავიდეს არსებულ ფრონტის ხაზთან დაკავშირებით, ხოლო უკრაინის შეიარაღებული ძალების დონეცკიდან და ლუგანსკიდან გაყვანას არც კი განიხილავს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, დღეს ზელენსკის პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა ექნება.

„ეს იქნება შანსი, გადატვირთოს ურთიერთობები დონალდ ტრამპთან, მიაღწიოს ომის სამართლიან დასასრულს და უზრუნველყოს აშშ-ის გარანტიები უკრაინის მომავალი უსაფრთხოებისთვის. ზელენსკიმ ასევე თავიდან უნდა აიცილოს თეთრ სახლში მისი ბოლო შეხვედრის დროს მომხდარი კატასტროფა“, – აღნიშნავს გამოცემა.

პირველი არხი