ესპანელმა მილიარდერმა ამანსიო ორტეგამ, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტანსაცმლის საცალო ვაჭრობის კომპანია Inditex SA-ს დამფუძნებელმა, პარიზის ცენტრში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო 97 მილიონ ევროდ შეიძინა.

როგორც Bloomberg მილიარდერის აქტივების მმართველი კომპანია Pontegadea-ს წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, საუბარი შენობის კომპანია Derby Hotels-ისგან შეძენაზეა. სასტუმრო მდებარეობს პრესტიჟულ უბანში, თეატრ  Grand opera–ს გვერდით.

Pontegadea, Inditex SA-ს 59%-ის მფლობელია და მიღებულ დივიდენდებს რეინვესტირებას უკეთებს, ძირითადად უძრავ ქონებაში, ასევე ინფრასტრუქტურასა და ენერგეტიკულ აქტივებში. 2025 წელს 89 წლის ორტეგა Inditex-ისგან დივიდენდების სახით 3 მილიარდ ევროზე მეტს მიიღებს.

ვრცლად Interfax–ზე