Euromonitor International-ის ინდექსის მიხედვით, ბანგკოკი, სტამბოლი და ლონდონი მსოფლიოში ყველაზე მონახულებადი ქალაქების რეიტინგის სათავეში არიან.

ტურისტებს აქ საკმაოდ ვრცელი სია იზიდავს - გასტრონომიიდან და შოპინგიდან დაწყებული, ისტორიული და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობებით დამთავრებული.

2024 წელს ბანგკოკმა 32 მილიონზე მეტი მოგზაური მიიღო, სტამბოლმა - 23 მილიონზე მეტი, ხოლო ლონდონმა - თითქმის 22 მილიონი.

ტოპ 10-ში ასევე მოხვდნენ ჩინეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, საფრანგეთის, საუდის არაბეთისა და მალაიზიის მსხვილი ქალაქები.

ვრცლად buyingbusinesstravel–ზე