აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობის წინ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გიგანტური ოქროსფერი ქანდაკება აღიმართა, რომელსაც ბიტკოინი უჭირავს ხელში. 7News-ის ცნობით, ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საპროცენტო განაკვეთის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე გაიხსნა.

ამერიკელი ლიდერის 12 ფუტის (დაახლოებით 3.6 მეტრის) სიმაღლის ქანდაკება დროებითი ინსტალაციაა. ამ უჩვეულო ქანდაკების შექმნა დააფინანსა კრიპტოინვესტორთა ჯგუფმა, რომლებსაც „სურთ, საჯარო დებატები წამოიწყონ კრიპტოვალუტების მომავალზე, მონეტარულ პოლიტიკასა და ფინანსურ ბაზრებზე მთავრობის როლზე“.

ქანდაკება გაიხსნა ფედერალური რეზერვის მიერ ძირითადი საპროცენტო განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით წლიურ 4-4.25%-მდე შემცირების გადაწყვეტილებამდე. ეს განაკვეთის პირველი შემცირებაა 2024 წლის დეკემბრის შემდეგ. მარეგულირებელმა მსგავსი ნაბიჯი გასულ წელს გადადგა, სამუშაო ადგილების ზრდის შენელებისა და უმუშევრობის შესახებ შეშფოთების გამო.

ვრცლად rbc – ზე