ბიზნესმენ სულხან პაპაშვილის კომპანია შპს „ნაროვანი ჰესი“ ყაზბეგში, სოფელ კობში ელექტროსადგურს აშენებს, - ამის შესახებ მთავრობის 14 მაისის განკარგულებიდან ირკვევა.

დოკუმენტის მიხედვით, შპს „ნაროვანი ჰესს“ მთავრობამ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში 49 წლით, აღნაგობის უფლებით გადასცა 17898 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მიწით სარგებლობის წლიური საფასური 10 023 ლარით განისაზღვრა.

საპრივატიზაციო პირობების თანახმად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 48 თვის ვადაში კომპანიამ ადგილზე არაუმეტეს 0.5 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურის მშენებლობა და ექსპლუატაციაში მიღება უნდა უზრუნველყოს.

გარდა ამისა, კომპანიის მიერ განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა მინიმუმ 150 000 ლარია. 

ცნობისთვის, შპს „ნაროვანი ჰესის“ 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი სულხან პაპაშვილია.