2023 წლის 6 თვის განმავლობაში ქონების დაზღვევის სახეობაში 18 სადაზღვევო კომპანიის მიერ მოზიდულმა ჯამურმა პრემიამ 65.9 მლნ ლარი შეადგინა, მაჩვენებელი 2022 წელთან შედარებით ფაქტობრივად არ შეცვლილა.

ქონების დაზღვევის სახეობებში ლიდერი „ალდაგია“, კომპანიის მოზიდულმა პრემიამ 2023 წლის 6 თვეში 31 მლნ ლარი შეადგინა, რაც ბაზრის 47%-ია მეტია. მეორე ადგილზე 10.8 მლნ ლარით „თიბისი დაზღვევაა“, მესამეზე კი 8 მლნ ლარით „უნისონი“. „უნისონი“ 2022 წელს სახეობაში მეორე ადგილს იკავებდა, თუმცა წელს პოზიცია დაკარგა და მისი ადგილი „თიბისიმ“ დაიკავა.