საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მონღოლეთის ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლა.  შეხვედრა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში განხორციელდა.  

 შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სემეკის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება მონღოლეთის ენერგეტიკის სამინისტროს, პარლამენტისა და მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლებისთვის. სემეკის მხრიდან შეხვედრას დაესწრნენ სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია და  კომისიის წევრები.

შეხვედრის ფარგლებში სემეკის თანამშრომლებმა  წარადგინეს პრეზენტაციები სატარიფო რეგულირების პრინციპების, მარეგულირებელი აუდიტისა და ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დანერგვის, საქმიანობის განცალკევების, ლიცენზირების, ნორმატიული დანაკარგების დადგენის, მომსახურების ხარისხის რეგულირებისა და ელექტრონული მონიტორინგის სისტემის შესახებ.

R