დამასკოს სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ბაშარ ასადის დაპატიმრების ორდერი გასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას სირიის სახელმწიფო სააგენტო „სანა“ ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაში აღნიშნული, ბაშარ ასადის მიმართ წაყენებული ბრალდება უკავშირდება ქალაქ დარააში 2011 წლის 23 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს.
სირიის უმაღლეს სასამართლოში განმარტავენ, რომ დამასკოს სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლებელს ხდის, რომ ბაშარ ასადზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს.
ცნობისთვის, 2011-2013 წლებში ქალაქ დარააში ასადის რეჟიმის მოწინააღმდეგეებსა და სამთავრობო ძალებს შორის შეტაკებები მიმდინარეობდა. ასადის რეჟიმი 2024 წლის დეკემბერში დაამხეს. სირიის ყოფილ პრეზიდენტს თავშესაფარი რუსეთმა მისცა. სექტემბრის დასაწყისში ასადისა და მისი რეჟიმის კიდევ ექვსი მაღალჩინოსნის დაკავების ორდერი საფრანგეთმა გასცა.