რუმინეთმა შესაძლოა, უკრაინასთან ევროკავშირის მიერ დაფინანსებული თავდაცვის ახალი მექანიზმის ფარგლებში, დრონების წარმოების მიზნით ითანამშრომლოს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, რუმინეთს სურს, უკრაინასთან ამ კუთხით პარტნიორობის დამყარება. თუმცა, წყაროზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ქვეყანას მრავალშრიანი საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნამდე, სულ მცირე, შვიდი წელი დასჭირდება.

ცნობისთვის, ევროკავშირსა და ნატო-ს უკრაინასთან 650 კილომეტრიანი სახმელეთო საზღვარი აქვს. ბოლო ორი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც რუსეთმა რუმინეთთან მდებარე კიევის პორტებზე თავდასხმა დაიწყო, ქვეყნის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატების ფრაგმენტები, სულ მცირე, 20-ჯერ ჩამოვარდა.