ცოტა ხნის წინ გუგლმა Play Store-ის ვიზუალური და ფუნქციური განახლების შესახებ ისაუბრა, რათა მეტად პერსონალური გახადოს ეს სივრცე თითოეული მომხმარებლისთვის და ასე ჩართულობაც გაზარდოს. განახლებულ ფუნქციებს შორის ვხვდებით Apps-ის ჩანართის რედიზაინს, Play Games-ის ახალ გამოცდილებას, ახალ ჩანართს, რომელიც მხოლოდ კონკრეტული მომხმარებლის ინტერესებზე იქნება მორგებული და სხვა ფუნქციებს, რომლებიც არც მეტი, არც ნაკლები, Gemini AI-ით ისარგებლებენ. 

4 მილიარდზე მეტი მომხმარებლისთვის Google Play მნიშვნელოვანი სივრცეა აპლიკაციების, თამაშების, წიგნების, კინოების, სატელევიზიო შოუებისა თუ რელევანტური კონტენტის აღმოსაჩენად. ჩვენი ამბიციაა, დავეხმაროთ ყველა მომხმარებელს, მიიღონ წვდომა იმ აპლიკაციებსა და კონტენტზე, რომლებიც მათ საჭიროებებსა და ინტერესებს ემსახურება.

ამგვარად, გასაკვირი არც უნდა იყოს, რომ Play Store-ს AI ფუნქციები ემატება:

AI Search და ახალი Apps-ის ჩანართი

Guided Search-ის ახალი ფუნქციით მომხმარებლებს სასურველი აპლიკაციისა და თამაშის პოვნა შეეძლებათ უბრალოდ თავიანთი მიზნის ან ზოგადი აღწერილობის დახმარებით ისე, რომ კონკრეტული აპლიკაციის სახელი აღარ დასჭირდეთ. მაგალითისთვის, უძრავი ქონების აპლიკაციებს Find a home-ით შეუძლიათ, მიმართონ:

აპლიკაციების ჩანართში კი განახლებადი სივრცე დაგხვდებათ, რომელიც თქვენს ინტერესებზე იქნება მორგებული და აქტუალურ თემებს შემოგთავაზებთ.

პერსონალიზებული სივრცე You-ის ჩანართში

ეს უკვე იმისთვის შექმნეს, რომ მომხმარებელთა ჩართულობა გაზარდონ და მათ ცენტრალიზებული სივრცე შესთავაზონ გამოწერებისთვის, რეკომენდაციებისთვის, სტატისტიკისა თუ სხვა მაჩვენებლებისთვის:

აღსანიშნავია, რომ ჩანართი თქვენს ინტერესებზე მორგებულ რეკომენდაციებსაც მოგაწვდით, იქნება ეს კინო თუ შოუები, პოდკასტები თუ აუდიო წიგნები:

გეიმერები კი ახალ პროფილს ნახავენ ამ ჩანართში, რომელიც მათ თამაშებისა და მოწყობილობების სტატისტიკასა და მიღწევებს აჩვენებს. ამ პროფილების პერსონალიზება GenAI ავატარითაც შეეძლებათ.

ახალი Games-ის ჩანართი და AI

აქაც სტატისტიკა და მიღწევები იქნება ერთ ადგილას თავმოყრილი. Play Games Leagues მომხმარებლებს მეგობრების გამოწვევის საშუალებას და Play Points-ების ჯილდოებისთვის შეჯიბრის შესაძლებლობას მისცემს. პირველი ლიგა კი Subway Surfers-ით დაიწყება, რომელიც 10 ოქტომბრიდან 23 ოქტომბრამდე გაგრძელდება. 

თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი სიახლე AI-ით გაძლიერებული Play Games Sidekick გახლავთ — უფრო ზუსტად, შეგიძლიათ, Gemini-ის დახმარება სთხოვოთ, როცა თამაშში რაღაცას ვერ გაიგებთ და რჩევა დაგჭირდებათ:

ხოლო Game Detail Pages-ში ნახავთ ინფორმაციებს სახელწოდებების შესახებ, მიმდინარე ღონისძიებებს, დეველოპერთა სიახლეებსა და შეთავაზებებს. შემდგომი თვიდან კი გეიმერებს კითხვების დასმა და პასუხების გაზიარებაც შეეძლებათ თავიანთ გვერდზე, რათა მეგობრებისგან მიიღონ დახმარება ან, პირიქით. 

დაბოლოს, Google Play Games on PC-ის შეთავაზება, რომელიც 200 000-ზე მეტ თამაშს გვთავაზობს Windows-ზე, უკვე ბეტა რეჟიმშია ხელმისაწვდომი.

marketer.ge