ენერგეტიკა არის სფერო, სადაც აშშ-ი აყვავების გზას ადგას, ვიდრე ოდესმე, ჩვენ უარს ვამბობთ ყალბად წოდებულ განახლებად ენერგიებზე, რაც არ მუშაობს და ძალიან ძვირია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიენტმა, დონალდ ტრამპმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე გამოსვლის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ბევრი ქვეყანა მწვანე ენერგის დღის წესრიგის გამო განადგურების პირას იყო.

„ენერგეტიკა არის სფერო, სადაც აშშ-ი აყვავების გზას ადგას, ვიდრე ოდესმე. ჩვენ უარს ვამბობთ ყალბად წოდებულ განახლებად ენერგიებზე, ეს არ მუშაობს, ძალიან ძვირია. არ არის საკმარისად ძლიერი სადგურების ასამუშვებლად, რაც გჭირდებათ, რომ თქვენი ქვეყნები უკეთესი გახადოთ. ეს დიდი ქარის სადგურები პათეტიკური და ძალიან ძვირია. ენერგეტიკით ფული უნდა იშოვოთ და არ დაკარგოთ. მთავრობებმა სუბსიდირება უნდა გააკეთონ, რომ ამან იმუშაოს. ბევრი ქვეყანა განადგურების პირას იყო მწვანე ენერგის დღის წესრიგის გამო. კარგ შეფასებას ვაძლევ გერმანიას, რომელიც არასწორ გზაზე იდგა იმიგრაციის და ენერგეტიკის მიმართულებით. ისინი იქნებოდნენ მწვანე და გაკოტრებული. ახალი ხელისუფლება მოვიდა და სურს დაბრუნება წიაღსეულზე და ბირთვულ ენერგიაზე, რაც კარგია. ის ახლა უსაფრთხოდ არის. მათ ბევრი სადგური გახსნეს, ენერგეტიკული სადგურები“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

პირველი არხი