ლიეტუვის სკოლებმა განათლების სამინისტროსგან მიიღეს რეკომენდაცია, რომ მოსწავლეებს რუსეთის სპეციალური სამსახურების მიერ გადაბირების პოტენციური საფრთხეების შესახებ ინსტრუქცია ჩაუტარონ. ამ ინფორმაციას ლატვიური ინტერნეტ-გამოცემა „დელფი“ ავრცელებს.
ვებ-გვერდის ცნობით, დოკუმენტი გასულ კვირას გავრცელდა და შეიცავს გაფრთხილებას, რომ რუსეთის სპეციალური სამსახურები უკრაინაში მოზარდებს, საფასურის სანაცვლოდ, სხვადასხვა სადაზვერვო ამოცანებისა და დივერსიული აქტებისთვის ქირაობენ.
გადახდები კრიპტოვალუტით ხდება და პოტენციურ დასაქირავებლებს არწმუნებენ, რომ მათთვის არანაირი რისკი არ არსებობს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ლიეტუვის განათლების სამინისტრო სკოლებს ურჩევს, ესაუბრონ მოსწავლეებს და მოუწოდონ მათ, რომ გააცნობიერონ საფრთხეების მიმართ საკუთარი პასუხიმგებლობა და თავიანთი ეჭვების შესახებ ლიეტუვის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტს აცნობონ.
1tv.ge