ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი მაიკ უოლცი და მისი მოადგილე ალექს უონგი თანამდებობებს დატოვებენ, – ამის შესახებ „სიბიეს ნიუსი“ რამდენიმე ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.
„სიბიეს ნიუსის“ ინფორმაციით, უოლცი და მისი მოადგილე გადადგომის შესახებ, სავარაუდოდ, უახლოეს ხანში განაცხადებენ.
ცნობისთვის, მარტში უოლცის გარშემო ხმაურიანი სკანდალი აგორდა. მან შექმნა Signal-ის ჩატი, შეცდომით ჩართო მასში The Atlantic-ის ჟურნალისტი ჯეფრი გოლდბერგი და ამით გაამჟღავნა ეროვნული უსაფრთხოების მაღალჩინოსნებთან მიმდინარე განხილვები იემენში „ჰუსიტების“ სამიზნეებზე სამხედრო დარტყმის გეგმის შესახებ.