გერმანული საავტომობილო კონცერნი, Volkswagen AG 2030 წლისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებში 1 მილიარდ ევრომდე ინვესტირებას გეგმავს. ავტომწარმოებელი აპირებს ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებას თავისი ბიზნესის ყველა სფეროში და იმედოვნებს, რომ ამ გზით ხარჯების დაზოგვას მიაღწევს, განაცხადა VW-მ მიუნხენში საერთაშორისო გამოფენის IAA Mobility–ს პირველ დღეს.

კომპანიის თქმით, ინვესტიცია ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ავტომობილების, სამრეწველო აპლიკაციების შემუშავებასა და მაღალი ხარისხის IT ინფრასტრუქტურის გაფართოებას მოხმარდება. ხელოვნური ინტელექტის დანერგვით მოსალოდნელი დანაზოგი 2035 წლისთვის 4 მილიარდ ევრომდე იქნება.

ვრცლად interfax – ზე