2024 წელს დაწყებული Unphorgettable-ის კამპანია Laphroaig-მა ამერიკელ მსახიობ უილემ დეფოსთან ერთად გააგრძელა, რომელიც ცდილობს, გაიგოს ამ სასმლის გემო, თუმცა რატომღაც დაკონკრეტებას ვერ ახერხებს… The Taste დეფოს ცხოვრებისეული გამოცდილებებით არის შთაგონებული, ცნობისმოყვარეობით, რომელმაც ბავშვობაში კოსმოსში მოხვედრის სურვილით შეპყრობილს ორი დღე გარდერობში ცხოვრება შეაძლებინა…

საზღვარგარეთ პირველად შოტლანდიაში ვიმოგზაურე, ბავშვი ვიყავი და პირველი, რაზეც მიწაზე ფეხის დადებისთანავე გავიფიქრე, ნაცნობობის შეგრძნება იყო. თავს სახლში ვგრძნობდი, მიწა მელაპარაკებოდა და ეს აუცილებლად გენეტიკური ამბავი უნდა ყოფილიყო, რადგან ბებიაჩემი გლაზგოდან გახლდათ. The Taste-იც სწორედ ამ ნაცნობობას ასახავს, რომელსაც ამჯერად Laphroaig-ის შესწავლისას ვპოულობ. აქ საქმე არომატებსა და მათ შერწყმას ეხება, — ამბობს დეფო.

კამპანიაზე ტიმ პოუპმა იმუშავა, რომელიც დეივიდ ბოუის, იგი პოპის, ნი იანგისა და The Cure-ის მუსიკალური ვიდეოებით არის სახელგანთქმული.

marketer.ge