"ინვესტიციებს რაც შეეხება, 80% არის ემოციური ინვესტიციები. ქართული გარემო მოქმედებს ისრაელელ ინვესტორებზე", - ამის შესახებ საქართველო - ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტმა და „ისრაელის სახლის" დამაარსებელმა იციკ მოშემ, "პალიტრანიუსის" გადაცემაში " სანდრო ვეფხვაძე შენობით ბიზნესთან" განაცხადა.

მისივე თქმით, პირველი სტარტაპი, რომელიც შეიძლება გაიყიდოს მილიარდ დოლარად, შეიძლება მოხდეს რომელიმე სოფელში, ქართველს აქვს ამის ნიჭი.

იციკ მოშეს ინფორმაციით, ისრაელი თურქეთიდან ყიდულობდა 10 მილიარდი დოლარის პროდუქციას. როცა თურქეთის და ისრაელის ურთიერთობა ჩავარდა, სიცარიელე საქართველომ უნდა შეავსოს.

"ბუნებრივია, აღარ უნდათ თურქეთიდან იმპორტი განახორციელონ. ამ დროს საქართველომ ხომ უნდა იცოდეს, რომ შეუძლია თურქეთი შეცვალოს ძალიან ბევრ საკითხში?! ეს საქართველოს შეუძლია, რადგან ლამაზი ქვეყანაა, მგონი მსოფლიოში არ არის და ასეთი ნოყიერი მიწა. მე არ ვსაუბრობ 10 მილიარდზე, მაგრამ კვარტალში 100 მილიონი რომ იყოს. მე ვიცი ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ისრაელში 24 საათი, ასე რომ ქართველს მუშაობა შეუძლია, მთავარია სურვილი იყოს. ჩვენი მიზანია საქართველო- ისრაელის ძლიერი კავშირი, ამიტომ შენთან ვლაპარაკობ საქართველოს მინუსებზე, ისრაელში ვლაპარაკობ ისრაელის მინუსებზე, რათა მთელი ენერგია ჩაიდოს ამ ურთიერთობებში," - ამბობს იციკ მოშე.