2025 წლის აგვისტოში უკრაინის არმიამ 58 კვ. კმ ტერიტორიაზე აღადგინა კონტროლი, გაათავისუფლა რამდენიმე დასახლებული პუნქტი და ჩაშალა დონეცკის ოლქში რუსეთის მიერ დაგეგმილი გარღვევა.
"მოწინააღმდეგე 'მცოცავი' წინსვლის ტაქტიკას იყენებს მცირე ქვეითი ჯგუფებით, ცდილობს დასახლებულ პუნქტებში შეღწევას, პოზიციებს შორის სივრცის გამოყენებით და შეტაკებების თავიდან არიდებით. ამავე დროს, უკრაინის თავდაცვის ძალებს წარმატებები აქვთ. აგვისტოს განმავლობაში კონტროლი 58 კვ.კმ ტერიტორიაზე აღვადგინეთ და რიგი დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა." - თქვა მან.
მან აღნიშნა, რომ რუსეთის სიღრმეში 60 ობიექტი განადგურდა, მათ შორის ნავთობის საწარმოები, საბრძოლო მასალის საწყობები, საჰაერო თავდაცვის კომპლექსები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. აგვისტოს განმავლობაში უკრაინულმა დრონებმა 67 ათასზე მეტი სამიზნე დაბომბეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა განაცხადა, რომ აგვისტოში რუსმა ოკუპანტებმა 28 ათასზე მეტი ხამხედრო დაკარგეს, ხოლო 2025 წლის დასაწყისიდან 297 ათასი რუსი ოკუპანტი განადგურდა და დაიჭრა.