გერმანიის სიდიდით მეორე ბანკმა, Commerzbank AG-მ, 2025 წლის მეორე კვარტალში წმინდა მოგება 14.1%-ით შეამცირა. ამასთან, მაჩვენებელი ანალიტიკოსების მოლოდინზე უკეთესი აღმოჩნდა.
აპრილ-ივნისში, Commerzbank–ის წმინდა მოგებამ 462 მილიონი ევრო შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 538 მილიონი ევრო იყო.
ანალიტიკოსებმა, რომელთა კონსენსუსის პროგნოზი თავად ბანკმა წარმოადგინა, წმინდა მოგება 369 მილიონ ევროდ შეაფასეს.