რუსეთისგან ნავთობის შესყიდვის გამო ტრამპმა ინდოეთს დამატებითი 25%-იანი ტარიფები დაუწესა. შესაბამის განკარგულებას თეთრი სახლი აქვეყნებს. განკარგულების თანახმად, აღნიშნული ტარიფი შეეხება საქონელს, რომელიც აშშ-ის ბაზრობაზე განკარგულების გამოქვეყნებიდან 21 დღის შემდეგ შუადღის 12:01 საათიდან აღმოჩნდება.
,,ინდოეთის მთავრობა ამჟამად პირდაპირ ან ირიბად რუსეთის ფედერაციის ნავთობის იმპორტს ახორციელებს.
შესაბამისად, ინდოეთიდან ამერიკის შეერთებული შტატების საბაჟო ტერიტორიაზე შემომავალი საქონელი დაექვემდებარება დამატებით 25%-იან საბაჟო გადასახადს.
ამ გადასახადის განაკვეთი იქნება ძალაში იმ საქონლისთვის, რომელიც მოხმარებისთვის შეძენილი იქნება ან საწყობიდან მოხმარებისთვის გატანილი იქნება ამ ბრძანების გამოცემიდან 21 დღის შემდეგ, 12:01 საათიდან აღმოსავლეთ სანაპიროს დროით. გამონაკლისს წარმოადგენს ის საქონელი, რომელიც:
1. დატვირთულია გემზე და იმყოფება პორტში
2. შემოიტანეს მოხმარებისთვის ან გაიტანენ საწყობიდან მოხმარებისთვის აღმოსავლეთ სანაპიროს დროით 2025 წლის 17 სექტემბრის 12:01 საათამდე",- წერია ბრძანებაში.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი იმპორტზე 25%-იანი ტარიფების დაწესების უფლებას იტოვებს იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც დადასტურებულად პირდაპირ ან ირიბად ყიდულობენ რუსულ ნავთობს.