აშშ-ში, ტეხასის შტატში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა, მათ შორის 15 ბავშვია.

გარდა ამისა, ჯერ კიდევ მიმდინარეობს 27 ბავშვის ძებნა, რომლებიც ბანაკ Camp Mystic-ში იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას მედიები, კერის ოლქის შერიფ ლარი ლეიტზე და ქალაქ კერვილის მერ დალტონ რაისზე დაყრდნობით ავრცელებენ.

ლეიტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დაღუპულთაგან 5 ბავშვი და 12 სრულწლოვანი ამ ეტაპზე იდენტიფიცირებული არ არის.

ტეხასის რეგიონ ჰილ-ქანთრიში რამდენიმე საათის განმავლობაში ძლიერ წვიმდა. სინოპტიკოსების განმარტებით, მცირე დროში ერთი თვის ნორმის ტოლი ნალექი მოვიდა, რამაც წყალდიდობა გამოიწვია.

tabula.ge