ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი რელიგიურ ღონისძიებაზე მივიდა. ეს მისი პირველი საჯარო გამოჩენაა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის „უსაფრთხო ადგილას იყო 12-დღიანი ომის პერიოდში“.

უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ხამენეი ომის დროს წინასწარ ჩაწერილ შეტყობინებებს ავრცელებდა და არ ესწრებოდა საჯარო ღონისძიებებს.

ამასთან, მანამდე ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდირების სურვილი ჰქონდათ, თუმცა არა – შესაძლებლობა.

ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 13 ივნისს დაიწყო, რა დროსაც დარტყმები განახორციელა სამხედრო და ბირთვულ ობიექტებზე. პასუხად, ირანმა ისრაელზე რაკეტებითა და დრონებით მიიტანა იერიში.

მანამდე, გამოცემა Bild წერდა, რომ ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი 25 დღეა საჯაროდ არ გამოჩენილა. ვრცელდებოდა ჭორები, რომ ის შესაძლოა მძიმედ იყო ავად ან უკვე გარდაიცვალა. 

გამოცემა წერდა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მან ხალხს მხოლოდ ორჯერ მიმართა ვიდეომიმართვით. ეს საკმაოდ იშვიათი მოვლენაა, რადგან ხამენეი, როგორც წესი, მნიშვნელოვან რელიგიურ ცერემონიებს სისტემატიურად ესწრება.

როგორც Bild აღნიშნავს, ირანში სხვადასხვა ჭორები ვრცელდება, მაგალითად, რომ ის მძიმედ არის ავად ან უკვე გარდაიცვალა.

გამოცემის ცნობით, მას შემდეგ, რაც ისრაელმა 13 ივნისს ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმები დაიწყო, ხამენეი მიწისქვეშა თავშესაფარში იმალებოდა