ილონ მასკის SpaceX–ი, EchoStar Corp-ისგან სიხშირეების ლიცენზიებს 17 მილიარდ დოლარად ყიდულობს.
EchoStar-ის პრესრელიზში ნათქვამია, რომ SpaceX 8.5 მილიარდ დოლარს ნაღდი ფულით და 8.5 მილიარდ დოლარს საკუთარი აქციებით გადაიხდის.
EchoStar გარიგებიდან მიღებულ შემოსავალს ვალების დასაფარად და შემდგომი ზრდის დასაფინანსებლად გამოიყენებს.